მოგესალმებათ MyRealestate.ge
რატომ MyRealestate.ge?
კლიენტებისთვის:

საქართველოში პირველად, ჩვენ გთავაზობთ უძრავი ქონების საკონსულტაციო მომსახურებას, სადაც თქვენ იღებთ კომპლექსურ, დეტალურ ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ და დამატებით აუცილებელ მომსახურებას ექსკლუზიურად თქვენთვის!
აქ არ შეგხვდებათ შემაწუხებელი რეკლამა
აქ იხილავთ კონკრეტული უძრავი ქონების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას
თქვენ ურთიერთობა არ გაქვთ უძრავი ქონების მფლობელთან - კონტაქტობთ მხოლოდ ჩვენს პროფესიონალებთან, რომლებიც დეტალურად გაგაცნობენ ყველა აუცილებელ ინფორმაციას, უზრუნველყოფენ თქვენს ვიზიტს ობიექტზე და ამასთანავე, მოახდენენ შესაძენი ქონების ღირებულების და ხარისხის საფუძვლიან ანალიზს, სამომავლო განვითარების ყველაზე რენტაბელური პროფილის იდენტიფიცირებას და დეტალურად გაგაცნობენ ყველა ეტაპს, რაც საჭიროა, რომ გაიაროთ უძრავი ქონების შეძენიდან მის შემდგომ გამოყენებამდე. ეს ყველაფერი, იმისათვის, რომ თქვენ მოახდინოთ გონივრული ინვესტიცია და გაზარდოთ მისი ღირებულება.

მფლობელთათვის:

ჩვენ მოვახდენთ თქვენი უძრავი ქონების დეტალურ ანალიზს და მოვამზადებთ საპრეზენტაციო მასალას, რათა ნათლად იქნეს წარმოჩენილი მისი უპირატესობები მ.შ. ლოკაციის, ჰაერის ხარისხის, მომავალი განვითარების ან/და გაქირავების პოტენციალის კუთხით.
ჩვენ დამატებით გთავაზობთ, ვიდეო/ფოტო/დრონით გადაღების პროფესიონალურ სერვისს.

თქვენი ქონება განთავსდება ჩვენს ვებ-გვერდზე და მოხდება მისი გაზიარება კლიენტთა და ინვესტორთა მუდმივად განახლებადი ბაზისთვის, ვინც პოტენციურად შესაძლოა იყოს კონკრეტული ობიექტის შეძენით დაინტერესებული. კომპანიას აქვს წვდომა, ისეთი ქვეყნების მსყიდველობითუნარიან მომხმარებლებთან როგორიცაა: თურქეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ყაზახეთი, ისრაელი, უზბეკეთი, შვეიცარია, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი, აშშ.
მომსახურების პირობები
უძრავი ქონების მფლობელი გვიკავშირდება და გვაწვდის არსებულ ინფორმაციას მისი ქონების შესახებ, სასურველ გასაყიდ ფასთან და სხვა მნიშვნელოვან დეტალებთან ერთად. ჩვენს მიერ ხდება მოწოდებული ინფორმაციის ანალიზი, დამატებით ხდება ქონების უპირატესობების იდენტიფიცირება და მისი განვითარების პოტენციალის სწორად ფორმულირება. მომზადებული დეტალური საინვესტიციო წინადადება განთავსება ჩვენს ვებ-გვერდზე.

უძრავი ქონების მაძიებელი გვიკავშირდება და გვაწვდის მის მოთხოვნებს შესაძენი ქონების მიმართ. ჩვენი პროფესიონალთა გუნდი არსებული ბაზიდან სთავაზობთ შესაბამის ქონებას ან იწყებს ქონების მოძიების კომპლექსურ პროცესს და სპეციალურად კლიენტისთვის გამოყოფილი უძრავი ქონების ექსპერტი სთავაზობს მას მისთვის სასურველ ციფრული არხებით ან/და უზრუნველყოფს ობიექტზე ვიზიტს და სრულ იურდიულ/საკონსულტაციო მომსახურებას.
მომსახურების ღირებულება
ვებ-გვერდზე შეთავაზების განთავსების ღირებულებაა 100 ლარი/თვე. თუ საჭიროა უძრავი ქონების ფოტო/ვიდეო/დრონით გადაღება მინიმალური ტარიფი შეადგენს 300 ლარს და იცვლება ობიექტის ლოკაციიდან და სპეფიციკიდან გამომდინარე. თუ უძრავი ქონების შეძენა ან რეალიზაცია ხდება ჩვენი მომსახურების შედეგად, მომსახურების საკომისიო შეადგენს ღირებულების 5%-ს

კონტაქტი
+995 591649111
info@myrealestate.ge
Made on
Tilda